კიბერნომი
სოკოების და მათთან ასოცირებული ორგანიზმების ჩამონათვალი

საიტის გზამკვლევი

შენიშვნა

ეს ვებსაიტი შექმნილია ტაქსონომიურითვალსაზრისით. ინფორმაცია რომელსაც ვებსაიტი ეყრდნობა, ექვემდებარება შესწორებას, შეცვლას, დახვეწას და შევსებას. შესაძლოა იყოს შეცდომები, არ არსებობს გარანტია რომ აქ არსებული ინფორმაცია მთლიანად მართებულია. რუკებზე მოცემული საზღვრები პოლიტიკურ დაყოფას არ წარმოადგენს. მომხმარებელს ვურჩევთ ინფორმაცია გამოყენების წინ გადაამოწმოს.

მონაცემთა ბაზის გამოძახება

თუ საძიებო მენიუში, მარცხენა სვეტში დავაწკაპუნებთ "შერჩევა და ძებნა"-ს, გადავალთ შერჩევა და ძებნის გვერდზე, სადაც მოცემულია სამი სარჩევი ინფორმაციის მოსაძიებლად: მოსაძიებელი ბიოლოგიური სამეფო, ტაქსონომიური რანგი, რომლის დონეზეც გაქვთ სურვილი რომ აწარმოოთ ძებნა და ორგანიზმის სამეცნიერო სახელწოდება, რომლისთვისაც ვაწარმოებთ ძიებას. საყურადღებოა: როდესაც შეგყავთ ინფორმაცია, ტექსტს მოაშორეთ მახვილის ნიშნები და დეფისი (აკრიფეთ Epichloe typhina და არა Epichloë typhina, Helicoon და არა Helicoön, Cortinarius albidoavellaneus და არა Cortinarius albido-avellaneus და ა.შ.) სხვა შემთხვევაში ძებნა არ განხორციელდება. უჯრების შევსების შემდეგ დააჭირეთ <Enter>-ს ან დააწკაპუნეთ თაგუნათი "ძებნა"-ს. შემდგომ განხორციელდება ძებნა და გაიხსნება ძებნის შედეგის გვერდი. თუკი მონაცემთა ბაზაში ნაპოვნი იქნება ერთზე მეტი თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში ძებნის შედეგის გვერდი მოგვცემს შესაბამის მითითებას და გვაჩვენებს თანმხვედრ სახელწოდებათა ჩამონათვალს შესაბამისი ჰიპერლინკებით, რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას აირჩიოს მის მიერ მოთხოვნილი ზუსტი სახელწოდება. თუკი სახელწოდება მიცემული იქნება არასრულად და შეყვანილი იქნება სახელწოდების მხოლოდ ნაწილი, მაშინ ფანჯარაში წარმოდგენილი იქნება ამავე ასოებით დაწყებული ყოველი სხვა სახელწოდებაც. საყურადღებოა: გვარის ან სახეობის დონეზე ძებნისას სახელწოდების 8 ასო-ნიშნამდე შეყვანის შემთხვევაშიც კი მივიღებთ საძიებო სახელწოდებასთან სრულ შესაბამისობაში მყოფ ზუსტ შედეგს.

ძებნის შედეგის გვერდის ფორმატი

ძებნის შედეგის ყოველი გვერდი იწყება მიმდინარე ორგანიზმის სახელწოდებით, რასაც მოსდევს ინფორმაცია ავტორებზე და პუბლიკაციაზე. მუქი შრიფტი სამეცნიერო დასახელებისა ნიშნავს, რომ დასახელებას კიბერნომის რედაქტორები განიხილავენ როგორც ვარგისს გამოყენებისთვის. ზოგიერთ ადგილებში სახეობის ავტორებთან (გვაწვდის ინფორმაციას გარკვეულ ავტორებზე ვებსაიტიდან ვალლჰალას კიბერტრუფელი, რომელიც იხსნება ახალ ფანჯარაში) და ლიტერატურასთან (გვაწვდის ინფორმაციას ვებსაიტიდან კიბერბიბლიოთეკა, რომელიც იხსნება ახალ ფანჯარაში) არის მინიშნებები.

შემდგომი ინფორმაცია ნომენკლატურაზე და ტაქსონომიაზე მიმდინარე ორგანიზმისთვის მოცემულია შემდეგნაირად: ბაზიონიმი (თუ განსხვავდება მიმდინარე სახელწოდებისაგან და თუ ცნობილია); სინონიმები (თუ ცნობილია); სტატუსი; ტაქსონომიური მდებარეობა; შემადგენელი ტაქსონები (სადაც ცნობილია); კატალოგური მონაცემები (სადაც ცნობილია, მხოლოდ სოკოს სახელწოდებისთვის). ცალკეული ელემენტები ბაზიონიმისთვის, სინონიმისთვის, ტაქსონომიური ადგილისთვის და შემადგენელი ტაქსონებისთვის - ყველა იღებს სახელწოდების ფორმას ნიშნებებით. სახელწოდება აქტიურდება და ხდება მიმდინარე მინიშნებაზე დაწკაპუნებისას. სტატუსის ელემენტი გვიჩვენებს მიმდინარე ორგანიზმის ტაქსონომიურ სტატუსს და გვაწვდის დამატებით ინფორმაციას ანამორფულ სოკოებზე, ლიქენებზე და ნამარხ ორგანიზმებზე. კატალოგში არსებული მონაცემებისთვის მოყვანილი ჩანაწერები, რომელთაც გააჩნიათ ჰიპერლინკი, წარმოგვიდგენენ კატალოგის შესაბამისი გვერდის სურათს, რომელიც თავის მხრივ ნაჩვენები იქნება ახალ ფანჯარაში კიბერბიობლიოთეკის საშუალებით.

თუკი კიბერტრუფელის რობიგალიაში გვხვდება მიმდინარე გააქტიურებულ ტაქსონთან იდენტიფიცირებული ჩანაწერი, ასეთ შემთხვევაში ეკრანზე ჩნდება "ბიოლოგიური ჩანაწერების მონაცემთა ბაზა" შესაბამისი ჰიპერლინკით, რომელიც გვიჩვენებს მონაცემთა ბაზაში არსებულ ხელმისაწვდომ ჩანაწერთა რაოდენობას. აღნიშნულ ჰიპერლინკზე დაწკაპუნებისას ახალ ფანჯარაში გაისნება კიბერტრუფელის რობიგალიის შესაბამისი გვერდი.

ბოლოში მოცემულია მინიშნებები სხვა მნიშვნელოვან ვებსაიტებზე. დღეისათვის ესენია - Google (გარანტიის გარეშე, რომ მიმდინარე სახელწოდების ინფორმაცია იქნება ნანხი) და IndexFungorum.

ანბანი და ენები

ლათინური ენის გარდა, რომლითაც მოცემულია სამეცნიერო სახელწოდებები, კიბერნომის მონაცემთა ბაზა შექმნილია ინგლისურად, ანბანი ლათინურია. არჩევანში არსებული ერთერთი ენის არჩევისას მინიშნებები და ინფორმაციის ძირითადი ნაწილი მოცემული იქნება მიმდინარე ენაზე შესაბამისი ანბანით. დღეისათვის გამონაკლისს წარმოადგენს:

  • ავტორების სახელები მოცემულია ლათინური ანბანის თანმიმდევრობით და ფართოდ გამოყენებული შემოკლებებით.


    წინა გვერდი
    ძირითადი გვერდი