შენიშვნა
სახელწოდებები უმეტესი ქვეყნების / ოლქების / პროვინციების და ა.შ. ხშირად მოცემულია ინგლისურად.
სახელწოდებები და აღწერები ზუსტი ადგილების, თითქმის ყოველთვის მოცემულია ინგლისურად.
მხოლოდ ზოგიერთი სუბსტრატის სახელწოდებები და აღწერებია ინგლისურად.
კოლექტორების და იდენტიფიკატორების სახელები ხშირად მოცემულია ინგლისურად.
გავრცელების რუკის გვერდის ფორმატი
ეს ვებსაიტი შექმნილია ტაქსონომიური თვალსაზრისით. ინფორმაცია რომელსაც ვებსაიტი ეყრდნობა, ექვემდებარება შესწორებას, შეცვლას, დახვეწას და შევსებას. შესაძლოა იყოს შეცდომები, არ არსებობს გარანტია რომ აქ არსებული ინფორმაცია მთლიანად მართებულია. რუკებზე მოცემული საზღვრები პოლიტიკურ დაყოფას არ წარმოადგენს. მომხმარებელს ვურჩევთ ინფორმაცია გამოყენების წინ გადაამოწმოს.
მონაცემთა ბაზის გამოძახება
თუ საძიებო მენიუში, მარცხენა სვეტში დავაწკაპუნებთ "შერჩევა და ძებნა" -ს, გადავალთ შეჩევა და ძებნის გვედზე, სადაც მოცემულია ხუთი ჰიპერლინკი. ისინი უზრუნველყოფენ შესვლას მონაცემთა ბაზაში ქვეყანათა, სოკოთა და მათთან ასოცირებული ორგანიზმების გვარების სახელწოდებათა მეშვეობით. ყველა საძიებელში ინფორმაცია მოცემულია ანბანური თანმიმდევრობით. მნიშვნელოვანია. თუ თქვენ გსურთ შესვლა მონაცემთა ბაზაში ნებისმიერი ჯგუფის ინდივიდუალური ტაქსონის დასახელების მეშვეობით (სოკო ან მასთან ასოცირებული ორგანიზმი) იხილეთ კიბერნომი. გაითვალისწინეთ რობიგალია და კიბერნომზე მოცემულია სხვადსხვა სახის ინფორმაცია. კიბერნომში მოცემულია ინფორმაცია მხოლოდ გვარის დონემდე გარკვეულ სახეობებზე. რობიგალია გვაძლევს შემაჯამებელ ინფორმაციას ყველა ტაქსონის ჩანაწერზე, მოცემული გვარის ფარგლებში.
ორი ჰიპრლინკი, შერჩევა და ძებნის გვერდზე ("ქვეყნები კიბერტრუფელის სპეციალური ვებსაიტით" და "ასოცირებული ორგანიზმების გვარები ცალკე გამოყოფილი კიბერტრუფელის ვებსაიტით") ხსნიან ახალ ვებსაიტს ახალ ფანჯარაში, სადაც მოიძიებთ ინფორმაციას სხვადსხვა ენაზე. სხვა სამი ჯგუფის ჰიპერლინკები უზრუნველყოფენ შესვლას "სხვა ქვეყნებთან", "სოკოთა გვარებთან" და "ასოცირებული ორგანიზმების გვარებთან" იმავე ფანჯარაში, სადაც მოიძიებთ ინფორმაციას იმავე ენაზე, რომლითაც მანამდე მუშაობდით. თუმცა ინფორმაციის მიღებამ მონაცემთა ბაზიდან შესაძლოა გარკვეული დრო მოითხოვოს, რისთვისაც გირჩევთ მოთმინებით დაელოდოთ მონაცემთა დამუშავებას.
ნებისმიერი ქვეყნის შერჩევისას თუკი აღნიშნული ქვეყნისთვის დაფიქსირებულია ათასზე ნაკლები მონაცემი, მიღებული გვერდი წარმოდგენილია უბრალო სიის სახით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონაცემი ათასზე მეტია, მაშინ სია წარმოდგენილია ანბანური რიგის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს ნებისმიერი ტაქსონის ძებნას მისი სახელწოდების მიხედვით. რაც შეეხება სოკოთა ან ასოცირებულ ორგანიზმთა გვარების შერჩეას, მიღებული გვერდი წარმოდგენილია ასევე უბრალო სახის სახით, რომლის შემდეგ ნებისმიერი ჰიპერლინკის დაწკაპუნებით გადავდივართ გვერდზე, სადაც წარმოდგენილია ძებნის შედეგი.
ძებნა შედეგის გვერდის ფორმატი
ძებნა შედეგის ყველა გვერდი იწყება მიმდინარე ორგანიზმის სახელწოდებით, რომელიც გამოყოფილია მსხვილი ასოებით, რომელსაც, სადაც`ეს შესაძლებელია თან ერთვის ავტორიც. ვებსაიტზე კიბერნომი, რომელიც ახალ ფანჯარაში იხსნება, ორგანიზმის სახელწოდება უზრუნველყოფს სრული ნომენკლატურული და ტაქსონომიური ინფორმაციის მიღებას აღნიშნული სახეობის შესახებ.
შემდეგ მოსდევს ტექსტი შერჩევის კრიტერიუმებით, რომელსაც ეფუძნება შერჩევა და ძებნის გვერდი მიმდინარე ორგანიზმისთვის. არსებობს ძებნის ორი კრიტერიუმი. პირველი - ადგილმდებარეობა (ქვეყანა, შტატი, საგრაფო, ოლქი, რეგიონი, რაიონი და ა.შ.). მეორე - ასოცირებული ორგანიზმების მიხედვით. საყურადღებოა: მონაცემთა ბაზა მხოლოდ მაშინ გაჩვენებთ ყველა მონაცემს მიმდინარე ორგანიზმისთვის, როდესაც შერჩევის ორივე კრიტერიუმი დაყენებული იქნება მაჩვენებელზე "რომელიმე". ადგილმდებარეობის ძებნის კრიტერიუმი გვიჩვენებს სახეობის შეგროვების ქვეყანას. თუ შერჩევა განხორციელდა მოცემული ქვეყნის მხოლოდ ერთი შტატიდან, საგრაფოდან, ოლქიდან, რეგიონიდან, პროვინციიდან და ა.შ. ინფორმაცია აღნიშნული შერჩევის შესახებ წარმოდგენილია მხოლოდ ქვეყნის დასახელების შემდეგ ფრჩხილებში. საყურადღებოა: როდესაც შერჩეულია გარკვეული ასოცირებული ორგანიზმი და მისი სახელი მოყვანილია ჰიპერლინკში, დაწკაპუნების შედეგად ასოცირებული ორგანიზმი და მიმდინარე ორგანიზმი ცვლიან ადგილებს (მაგალითად, "Bertia moriformis იცვლება Fagus sylvatica -ზე და პირიქით"). თუ მიმდინარე ორგანიზმს თან ახლავს გავრცელების რუკა, მაშინ აღნიშნული რუკის შესახებ მითითება იქნება ტექსტის ბოლოს, რომლის საშუალებითაც გადავალთ გვერდზე - გავრცელების რუკა.
შემდეგ მოდის მიმდინარე ორგანიზმის სტატუსის მოკლე მიმოხილვა, რომელიც ეყრდნობა შერჩევის კრიტერიუმს. მისი შემადგენელი ყოველი ნაწილი გამოვლინდება მხოლოდ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. მონაცემების რაოდენობა გვიჩვენებს მონაცემთა ბაზაში არსებულ ჩანაწერთა რაოდენობას, რომელიც შეესაბამება შერჩევის კრიტერიუმს. ინფორმაცია თარიღებზე გვიჩვენებს ყველაზე ადრინდელ ჩანაწერებს, თვეს და რიცხვს როდესაც იყო სახეობა დარეგისტრირებულია. როდესაც შერჩევის კრიტერიუმი დაყენებული იქნება მაჩვენებელზე "რომელიმე", მაშინ განყოფილება ადგილმდებარეობა გვიჩვენებს იმ ქვეყნის ჩამონათვალს სადაც მიმდინარე ორგანიზმი იყო დარეგისტრირებული.როდესაც შერჩევის კრიტერიუმი დაყენებულია გარკვეული ქვეყნისთვის, მაშინ განყოფილება ადგილმდებარეობა გვიჩვენებს საგრაფოს, ოლქს, რეგიონს და ა.შ. სადაც მიმდინარე ორგანიზმი იყო რეგისტრირებული. განყოფილება ასოცირებული ორგანიზმი გვიჩვენებს ასოცირებულ ორგანიზმებს და სუბსტრატს მიმდინარე ორგანიზმისთვის, ითვალისწინებს ადგილმდებარეობის კრიტერიუმს. მითითება მოცემულია ყველა ასოცირებული ორგანიზმისთვის, იმისთვის რომ ძებნა იქნეს დაზუსტებული. განყოფილება კოლექციები უზრუნველყოფს მონაცემებს მიმდინარე ორგანიზმის ნიმუშებზე კოლექციებში. ნიმუშის ნომერზე ან კოდზე დაწკაპუნების შემთხვევაში ეკრანზე გამოვა გვერდი ინფორმაცია ჩანაწერებზე დეტალებით ამ ნიმუშზე. შემდეგი არჩევანი შეიძლება იყოს ინფორმაციის ნახვა ამ ნიმუშზე, შესაბამისი კოლექციის ოფიციალურ ვებსაიტზე. ამ შერჩევაზე დაწკაპუნებისას გაიხსნება ოფიციალური ვებსაიტის ახალი ფანჯარა. განყოფილება ლიტერატურა გვაძლევს მითითებებს პუბლიკაციაზე და გვერდის ნომერზე სადაცაა ინფორმაცია მიმდინარე ორგანიზმზე. სადაც შესაძლოა არსებობს მითითება სრულ ბიბლიოგრაფიულ ციტირებაზე კიბერბიბლიოთეკაში - ციფრული მიკოლოგიური ბიბლიოთეკა რომელიც იხსნება ახალ ფანჯარაში.
თუ შერჩევის კრიტერიუმი ადგილმდებარეობისთვის დაყენებულია ქვეყანაზე საგრაფოს, ოლქის, რეგიონის და ა.შ. გარეშე ან შერჩევის კრიტერიუმი დაყენებულია გარკვეულ საგრაფოზე, ოლქზე, რეგიონზე და ა.შ. და მონაცემთა ბაზაში არსებობს მიმდინარე ორგანიზმზე ბუნებაში დაკვირვების ჩანაწერი შერჩეული ტერიტორიიდან (ანუ ჩანაწერი არ ეყრდნობა უტყუარ მონაცემებს და არ არის გამოქვეყნებული, არსებობს ზეპირი გადმოცემა) შესაძლებელია მათი ნახვა. ამ შერჩევაზე დაწკაპუნებით გვერდი ძებნის შედეგი შეიცვლება გვერდით ინფორმაცია ჩანაწერებზე, რომელიც გამოიტანს ეკრანზე მონაცემებს ყველა ასეთ დაკვირვებაზე ცალცალკე. შემდგომ ძებნა შეძლებისდაგვარად შეიძლება იყოს გაფართოებული.
ანბანი და ენები
ლათინური ენის გარდა, რომლითაც მოცემულია სამეცნიერო სახელწოდებები, კიბერტრუფელის რობიგალია მონაცემთა ბაზა შექმნილია ინგლისურად, ანბანი ლათინურია. არჩევანში არსებული ერთერთი ენის არჩევისას მინიშნებები და ინფორმაციის ძირითადი ნაწილი მოცემული იქნება მიმდინარე ენაზე. დღეისათვის გამონაკლისს წარმოადგენს:
გვერდი, გავრცელების რუკა ხელმისაწვდომია მხოლოდ იქ, სადაც არსებობს საკმაოდ ზუსტი კარტოგრაფირების მონაცემები. გვერდი იწყება მიმდინარე ორგანიზმის მითითებით და შერჩევის კრიტერიუმით. შემდგომ ეკრანზე გამოდის რუკა. Microsoft -ის რუკები, "სამგზავრო რუკების" ფორმატში დემონსტრირდება. ჩანაწერები, რომელსაც ეყრდნობა ინფორმაცია გავრცელების შესახებ აღნიშნულია მწვანე სიმბოლოთი (იხილე ცხრილი ქვემოთ). მსოფლიო, კონტინენტური და ქვეყნის დონის რუკებზე, ყველა საშუალება მაშტაბების გაზრდის და შემცირების, ფორმატის შეცვლის და გადაადგინების შესაძლებლობა გამორთულია. მნიშვნელოვანია. რუკებისთვის საგრაფოების, ოლქების, რეგიონების, შტატების და ა.შ. ეს შეასძლებლობები ჩართულია. იმ შემთხვევაში როდესაც ერთი და იგივე სახეობისთვის არსებული გავრცელების მონაცემები ერთმანეთთან ახლო მყოფი ადგილებიდანაა, მომხმარებელს შეუძოლია ჩართოს მაშტაბის გამადიდებელი, ცალკეული პუნქტების უკეთ განსხვავებისთვის. თაგუნას მაჩვენებელს თუ გავაჩერებთ გარკვეულ მონაცემზე, გამოჩნდება პატარა ფანჯარა ინფორმაციით ამ მონაცემზე. დღეისათვის, არსებულმა მცირეოდენმა არათანმიმდევრობამ პროგრამირებაში შეიძლება გამოიწვიოს ამ ფანჯრის გაუთვალისწინებელ ადგილებში გამოჩენა.
სიზუსტე: ქვეყანა
|
სიზუსტე: შტატი/ოლქი ა.შ.
|
სიზუსტე: 1 მინუტი [გრძედი/განედი]
|
სიზუსტე: 10 მინუტი [გრძედი/განედი]
|
ორგანიზმზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში არა მხოლოდ სახეობის დონეზე, არამედ ქვესახეობის დონეზე, ეს ინფორმაცია ცალკე არ დემონსტრირდება, არამედ მოცემული იქნება სახეობის დონის ინფორმაციაში. | |
მონაცემები, რომლებიც მოცემულია ზუსტი უახლოესი მინუტით გრძედისა და განედის მიხედვით, მათი მდებარეობა ნაჩვენებია მწვანე კვადრატით, რომლის ცენტრიც ასახავს ორგანიზმის რეგისტრირების წერტილს. მონაცემები, რომლებიც მოცემულია ზუსტი უახლოესი 10 მინუტით გრძედისა და განედის მიხედვით, მათი მდებარეობა ნაჩვენებია მწვანე კვადრატით, რომლის ცენტრიც ასახავს ორგანიზმის რეგისტრირების 10 მინუტიანი კვადრატის შუა წერტილს. აქედან გამომდინარე, დროდადრო შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მცირე ცდომილებებს. |
წინა გვერდი
ძირითადი გვერდი |